განცხადება თაღლითობის შესახებ
შეგვატყობინეთ, თუ თაღლითი ფულის გაგზავნას გთხოვთ Western Union-ის მეშვეობით. ქვემოთ აირჩიეთ თქვენი ქვეყანა და დარეკეთ თაღლითობის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად შექმნილ ცხელ ხაზზე.
დარეკეთ თაღლითობის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად შექმნილ ცხელ ხაზზე
ჩვენ ვაკვირდებით თაღლითობის ტენდენციებს და მიღებულ ცოდნას ვიყენებთ, რომ თაღლითებს ჭკუით ვაჯობოთ.
თუ საეჭვო ელწერილს მიიღებთ, გადმოგვიგზავნეთ მისამართზე spoof@westernunion.com. ელწერილი გადმოგვიგზავნეთ ისე, როგორც არის. არავითარ შემთხვევაში არ ამოჭრათ ან ჩასვათ შიგთავსი.
ყოყმანის გარეშე შეადგინეთ საჩივარი თაღლითობის შესახებ ან მიაწოდეთ ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს.
ახალი ადამიანი გაიცანით სოციალურ მედიაში, ონლაინ-ფორუმზე ან გაცნობის ვებსაიტზე და გთხოვს, რომ გადაიხადოთ მგზავრობის ან სხვა გადაუდებელი საჭიროების ხარჯები.
რჩევა: არასდროს გაუგზავნოთ თანხა პირს, რომელსაც პირადად არ შეხვედრიხართ.
როცა გთხოვენ, წინასწარ გადაიხადოთ საკომისიოები სესხისთვის, საკრედიტო ბარათისთვის, გრანტისთვის, ინვესტიციისთვის ან მემკვიდრეობით მიღებული ფულისთვის.
რჩევა: არ უპასუხოთ უცნობი გამომგზავნებისგან მიღებულ შეტყობინებებს.
თაღლითები ყალბ ნივთებს დებენ გასაყიდად განცხადებების საიტებზე ან ბაზრებში და მყიდველებს ფულის ჩარიცხვას სთხოვენ. ნუ მოტყუვდებით!
რჩევა: ივაჭრეთ კარგად ცნობილ და სანდო ვებსაიტებზე.
როცა ნათესავისგან უეცარი გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ იღებთ ზარს და ფულის გაგზავნას გთხოვთ ახლავე!
რჩევა: ნუ მოახდენთ რეაგირებას, უპასუხეთ. დაუსვით უამრავი შეკითხვა და დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად თქვენი ოჯახის წევრია, შემდეგ კი გადაუდებელი მდგომარეობა გადაამოწმეთ ოჯახის სხვა წევრთან.
როცა პიროვნება წარმოგიდგებათ, როგორც მეგობარი, ოჯახის წევრი ან სანდო ადამიანი და მოტყუებით გაგზავნინებთ თანხას.
რჩევა: დაიცავით და არ გაუზიაროთ უცხო პირებს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
თაღლითები ბოროტად იყენებენ უძრავი ქონების გაქირავების ბუმს და არარეალისტურად დაბალ ფასად დებენ გასაქირავებელი ფართების განცხადებებს.
რჩევა: გამოიყენეთ უძრავი ქონების გაქირავების შემოწმებული ვებსაიტები და არ გაგზავნოთ ფული არასანდო მეთოდების მეშვეობით.
როცა „უფროსი“ ჩეკს გიგზავნით „სამსახურთან დაკავშირებული ხარჯებისთვის“, ხოლო შემდეგ ფულის უკან დაბრუნებას გთხოვთ. ჩეკი ვერ განაღდდება და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მთლიან თანხაზე.
რჩევა: თუ ჩეკი გამოგიგზავნეს, ფულის გაგზავნამდე დაელოდეთ კლირინგის დასრულებას (თანხა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ადრე, მაგრამ ჩეკების კლირინგს10-14 დღე შეიძლება დასჭირდეს)
არსაიდან ჩნდება შეტყობინება „გილოცავთ მოგებას!“. თაღლითებს უყვართ ლატარიასთან და გათამაშებასთან დაკავშირებული ოცნებების ამოღება მიზანში.
რჩევა: ისწავლეთ სიყალბის ამოცნობა. რეალური შეჯიბრებების წარმომადგენლები პირდაპირ დაგიკავშირდებიან ოფიციალური არხების მეშვეობით. ფულის გაგზავნამდე არ დაგავიწყდეთ გადამოწმება!
უთხარით არა თაღლითობას! მიიღეთ რჩევები, როგორ მოიცილოთ თაღლითები და აჯობოთ ჭკუით. ერთად ვისწავლოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, როგორ გავხდეთ უფრო დაცულები და ჭკვიანები.
გამოგვყევით და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია ახალ მეთოდებზე, რომელთა გამოყენებითაც თაღლითები ცდილობენ თქვენი ფულის ხელში ჩაგდებას.