WESTERN UNION-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულება

განახლების თარიღი: 2024 წლის 24 ივნისი

კომპანია Western Union, ჩვენი შვილობილი და აფილირებული კომპანიები („Western Union“ ან „ჩვენ“, „ჩვენს“) ვზრუნავთ თქვენს კონფიდენციალურობაზე და თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლიანი პრაქტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, რათა უკეთ მოგემსახუროთ. Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სია იხილეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“.

წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოქმედების სფერო

Western Union-ში ჩვენ მზად ვართ, გავხადოთ ფინანსური სერვისები ხელმისაწვდომი ხალხისთვის ყველგან.  ეს მოვალეობა კლიენტების წინაშე ასევე ითვალისწინებს მათი პერსონალური ინფორმაციის სწორად დამუშავებას.

ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მიზანია განმარტოს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ, ვიცავთ, ვამჟღავნებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ონლაინ რეჟიმში ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, საცალო გაყიდვების პუნქტში და ჩვენი მობილური აპლიკაციების მეშვეობით, აგრეთვე გაცნობოთ, რა არჩევანი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.

WESTERN UNION-ის მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია

როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი ფულის გადარიცხვის ან სხვა ფინანსური სერვისებით, როგორიცაა ჩვენი ციფრული საფულე ან წინასწარ გადახდის ბარათი, გვიკავშირდებით, შედიხართ ან არეგისტრირებთ ანგარიშს ჩვენს ვებსაიტებზე თუ აპლიკაციებში, ან ერთვებით ჩვენს ერთგულების პროგრამებში (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სერვისები“), ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და, შესაძლოა, გამოვიყენოთ ის სხვა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც შეგროვდა ან შეიქმნა თქვენთან ურთიერთობისას. ჩვენ ვაგროვებთ თქვენთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:

  • თქვენი პირადი ინფორმაცია და იდენტიფიკატორები: ძირითადი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი საფოსტო მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი), თქვენი ფოტო ან სხვა გამოსახულება (თუ აირჩევთ მის წარმოდგენას), დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა და მთავრობის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო ნომრები და თანმხლები დოკუმენტაცია;
  • თქვენი ფინანსური და ტრანზაქციების ინფორმაცია: ფინანსური და ტრანზაქციების ინფორმაცია, როგორიცაა ფულის გადარიცხვა, გადახდა, დეპოზიტები და ფულადი სახსრების წყარო/დანიშნულება, ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ, საბანკო და საკრედიტო ინფორმაცია და ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ;
  • მიმღების პირადი ინფორმაცია: იმ მიმღებების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც უგზავნით ფულს, ან რომლებისგანაც მოითხოვთ ან იღებთ ფულს, ან რომლებთანაც სხვა ტრანზაქციებს ასრულებთ სერვისების გამოყენებით;
  • თქვენი ტექნიკური ინფორმაცია: ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია ჰოსტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც წვდომა გაქვთ ინტერნეტზე, თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის სარეკლამო ID, გეოლოკაცია, თუ ის ჩართულია, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მოწყობილობის მახასიათებლები, პარამეტრები, აპლიკაციები, ინფორმაციის შენახვა და გამოყენება), მობილური აპლიკაცია, ბრაუზერი და ოპერატიული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური პროფილი და ქსელის ინფორმაცია, თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტზე წვდომის თარიღი და დრო, იმ ვებსაიტის მისამართი, საიდანაც ჩვენს ვებსაიტს უკავშირდებით, როცა მასზე შემოდიხართ. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ონლაინ აქტივობების შესახებ, როგორც ეს აღწერილია ნაწილში, რომლის სახელწოდებაა „ინტერნეტ-ტექნოლოგიები“;
  • თქვენი მგრძნობიარე პერსონალური ინფორმაცია: სენსიტიური ან განსაკუთრებული კატეგორიების ინფორმაცია, როგორიცაა ბიომეტრიული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება თქვენი უნიკალური იდენტიფიკაციისთვის (მაგალითად, თითის ანაბეჭდები ან სახის ამოცნობა), ან ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ.  ამ მონაცემებს შევინახავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ჩვენ მიერ თქვენთვის მოწოდებული სერვისების მიზნებისთვის, რა დროსაც მონაცემებს ვამუშავებთ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესისთვის, შესაბამისი იურიდიული ვალდებულების ან თქვენი თანხმობის საფუძველზე;
  • თქვენი ინფორმაცია მესამე მხარის საიტებიდან ან სერვისებიდან: თუ თქვენ მიაბამთ, დაუკავშირებთ ან შეხვალთ Western Union-ის ვებსაიტებზე ან მობილურ აპლიკაციებში მესამე მხარის სერვისის საშუალებით (როგორიცაა, მაგალითად, Google და Facebook), თქვენ მესამე მხარის შესაბამის სერვისს მიუთითებთ, რომ გამოგვიგზავნოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი, პროფილის სურათი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც მართავს ეს სერვისი ან რომელზეც მას ავტორიზაციას მისცემთ სერვისის კონფიდენციალურობის პარამეტრებიდან.
როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ ინფორმაციას

Western Union რამდენიმე გზით აგროვებს თქვენს პირად ინფორმაციას, მათ შორის:

  • ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით პირადად, ონლაინ ან ჩვენი მობილური აპის მეშვეობით, მათ შორის, ტრანზაქციების ფორმების გამოყენებით, ჩვენთან ფინანსურ სერვისებში ან ჩვენს ლოიალობის პროგრამებში რეგისტრაციის და ასევე, Western Union-ის აგენტებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის გზით;
  • ინფორმაციას, რომელსაც გადმოგვცემთ ჩვენ მიერ კლიენტებისთვის დახმარების გაწევისას ან კონსულტაციისას, მათ შორის ელფოსტის, ფოსტის, ქოლ-ცენტრების, ონლაინ ჩატ-ბოტების და პირდაპირი ჩატის გამოყენებით;
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც შეიძლება სხვა პირებმა გადმოგვცენ ჩვენი სერვისების გამოყენებისას;
  • ინფორმაციას თქვენ შესახებ, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ხდება ჩვენი სერვისებით სარგებლობის პროცესში;
  • ინფორმაციას თქვენს შესახებ, რომელიც მოპოვებულია ავტომატიზებული საშუალებებით, როგორიცაა კომუნიკაციის პროტოკოლები, ელფოსტით კომუნიკაცია, ქუქი-ფაილები ან მსგავსი ინტერნეტ-ტექნოლოგიები;
  • ინფორმაციას თქვენ შესახებ, რომელსაც მოვიპოვებთ ჩვენი მომწოდებლებისგან, თაღლითობის რისკების მართვის კომპანიებისგან, სამართალდამცავი ორგანოებისგან, კომერციული და საჯარო მონაცემთა წყაროებიდან და სხვა კანონიერი გარე მონაცემთა წყაროებიდან, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი კლიენტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად;
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც მოპოვებულია თქვენ მიერ სოციალური მედიის მოხმარებიდან; და
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც მიღებულია თქვენი ინტერესიდან იმ რეკლამების მიმართ, რომლებიც განთავსებულია Western Union-ის მიერ/შესახებ ჩვენს საკუთარ ან მესამე მხარის გვერდებზე.
როგორ იცავს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.  თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სამთავრობო კანონებსა და რეგულაციებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევზღუდოთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ვამუშავებთ, ისე რომ ეს წვდომა მხოლოდ იმ ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებს და წარმომადგენლებს ჰქონდეთ, რომლებსაც ის სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვის. ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, მესამე მხარეებმა შეიძლება მაინც უკანონოდ მოიპოვონ ან მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.

ინტერნეტ-ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი-ფაილები, მონიშვნები და ვებ-შუქურები ჩვენს ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებში, ან, როდესაც მესამე მხარის გვერდებს სტუმრობთ. ჩვენ ამ ტექნოლოგიებს სხვადასხვა მიზეზებით ვიყენებთ, რომლებიც იდენტიფიცირებულია ნაწილში სათაურით „როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, დააწკაპუნეთ ბმულზე „ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ“ Western Union-ის შესაბამისი ვებგვერდის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ რეგიონში, სადაც ჩვენ მომხმარებლისთვის დავნერგეთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ვებსაიტებზე ქუქი-ფაილების მართვის შესაძლებლობა, ჩვენ წავიკითხავთ ან ჩავწერთ ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენ მიერ დაყენებული პრიორიტეტის საფუძველზე.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარეების მომსახურება თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების მოსაწოდებლად, როდესაც ვებგვერდებს ათვალიერებთ. ზოგადად თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალიზებული რეკლამების მიღებაზე ამ რეკლამის განმთავსებელი მესამე მხარეებისგან და სარეკლამო ქსელებიდან, რომლებიც წარმოადგენენ ქსელური სარეკლამო ინიციატივის (NAI) წევრებს ან რომლებიც მოქმედებენ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA-ს) მიერ ონლაინ ქცევითი რეკლამებისთვის შემუშავებული თვითრეგულირების პრინციპების შესაბამისად, NAI-ს და DAA-ს ვებსაიტებზე შესაბამის გვერდებზე გადასვლით, სადაც შეძლებთ უარის დაფიქსირებას.

თვალის დევნებაზე უარის თქმა (DNT) არის ბრაუზერის არასავალდებულო პარამეტრი, რომელიც ნებას გრთავთ, გამოხატოთ თქვენი უპირატესობები რეკლამის განმთავსებლებისა და სხვა მესამე მხარეების მიერ თვალის დევნებასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ DNT სიგნალებს თუ ამას შესაბამისი კანონი არ მოითხოვს.

როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი კომერციული მიზნებისთვის ვიყენებთ:

  • მომსახურებების გაწევა: იმისათვის, რომ დაგვეხმაროთ მომსახურების გაწევაში და კლიენტთა მხარდაჭერაში, მიიღოთ პერსონალიზებული გამოცდილება, განახორციელოთ ტრანზაქციები და წვდომა ანგარიშის ინფორმაციაზე, ასევე თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაკავშირებლად, როდესაც სარგებლობთ რამდენიმე სერვისით (მაგალითად, როდესაც ქმნით ციფრულ საფულეს ან საბანკო ანგარიშს – თქვენს ლოიალობის პროგრამის ინფორმაციასთან ან იმ ტრანზაქციებთან დასაკავშირებლად, რომლებიც შეასრულეთ ციფრული საფულის ან საბანკო ანგარიშის შექმნამდე). თუ არ მოგვაწვდით საჭირო პერსონალურ ინფორმაციას, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე;
  • კომუნიკაცია: იმისათვის, რომ დაგიკავშირდეთ და მოგაწოდოთ იმ სერვისებისა თუ ლოიალობის პროგრამების შესაბამისი ინფორმაცია, რომლებსაც იყენებთ და რომლებშიც მონაწილეობთ, პასუხი გავცეთ შეკითხვებს ან რეაგირება მოვახდინოთ სხვა მოთხოვნებზე, ან თქვენი პრიორიტეტების საფუძველზე შემოგთავაზოთ პროდუქტები და რეკლამები;
  • ავთენტიფიკაცია: თქვენს ამოსაცნობად და თქვენ მიერ სერვისების გამოყენების პერიოდში პაროლის ხელახლა შეყვანის გარეშე სისტემაში დარჩენის ნების დასართავად;
  • ანალიტიკა: ჩვენი კლიენტების გაგების ანალიზის ჩასატარებლად და მათი შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად;
  • ვებტრაფიკის ანალიზი: იმის დასადგენად, თუ საიდან შემოხვედით Western Union-ის ვებსაიტზე – ონლაინ რეკლამიდან, პარტნიორის ან აფილირებული კომპანიის ვებსაიტიდან, თუ ერთ-ერთ ჩვენს ვებსაიტზე განთავსებულ რეკლამაზე ან ბმულზე დაწკაპუნებით;
  • რეკლამა: მოგაწოდოთ თქვენი ინტერესების სფეროში შემავალი ინფორმაცია Western Union-ისა და არა-Western Union-ის ვებსაიტებისა და აპლიკაციების შესახებ;
  • სარეკლამო პარტნიორებისთვის რეკლამირების ან მარკეტინგის სერვისების უზრუნველყოფა, მათ შორის, გამიზნული რეკლამა
  • იმისთვის, რომ მოამზადოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება მომხმარებლებზე ზრუნვისთვის, კლიენტების ჩართვისთვის და თაღლითობის ან სხვა უკანონო საქმიანობის თავიდან ასაცილებლად;
  • პრომო-აქციების ანალიზი: უკეთესად გავიგოთ ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა და იქონია თუ არა თქვენზე გავლენა ჩვენმა სარეკლამო შეტყობინებებმა;
  • თაღლითობის, ფინანსური დანაშაულის (მათ შორის ფულის გათეთრების) და სხვა უკანონო აქტივობების თავიდან აცილება: უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ფინანსური რისკების შესამცირებლად და თაღლითობის აღსაკვეთად ჩვენს სერვისებში და თუ საჭიროა, ამგვარი კრიმინალური საქმიანობის აღკვეთაზე მიმართული ჩვენი მარეგულირებელი პროცესების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
კანონიერი საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორც განმარტებულია ამ დებულებაში, შემდეგი კანონიერი საფუძვლებით:

  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად: ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, რაც აუცილებელია ციფრული საფულისა და საბანკო სერვისების, ფულადი გზავნილების, ფინანსური სერვისების შესრულებისთვის, წინასწარი გადახდის ბარათებით ან ლოიალობის პროგრამებით სარგებლობისთვის. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან ქმედებებისთვის, რომლებიც საჭიროა რომელიმე სერვისისთვის ხელშეკრულების დასადებად.
  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კანონიერი ბიზნესმიზნებისთვის, თუ ასეთ კანონიერ ბიზნესმიზნებს არ აქვს უპირატესი ძალა იმ პირების უფლებებთან და თავისუფლებებთან შედარებით, რომელთა მონაცემებსაც ვამუშავებთ: ეს მოიცავს პირად მონაცემებს ჩვენი პროდუქტების, ოფისების, სერვისების, ამ საიტის მართვის და თქვენი შთაბეჭდილებების ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე მარკეტინგში ინვესტირების რენტაბელურობის და ბრენდით კმაყოფილების შესაფასებლად. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს თქვენი ინფორმაციის გამოყენებას ბაზრის კვლევის ჩასატარებლად, ასევე მარკეტინგსა და რეკლამას ჩვენი სერვისების გამოყენებისა და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება კლიენტებისთვის მომსახურების გასაწევად და აგრეთვე ჩვენი ტექნოლოგიების, სისტემების და სერვისების უსაფრთხოების და მთლიანობის დასაცავად. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს თაღლითობის, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო საქმიანობის თავიდან აცილებას, ან სამართლებრივი პრეტენზიის წაყენებას ან მისგან დაცვას.
  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას სამართლებრივი და შესაბამისობის მიზნებისთვის: ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც საჭიროა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი და სხვა ფინანსური რეგულაციებით გათვალისწინებული მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად; თაღლითობისა და ქურდობის გამოვლენის, პრევენციისა და სამართლებრივი დევნის, აგრეთვე, ჩვენი სერვისების უკანონო და აკრძალული გამოყენების ან სხვა უკანონო და მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციისთვის და ამ მიზნით გლობალური მარეგულირებელი პროგრამის მართვისთვის. ეს შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს Western Union-ის და სხვების სამართლებრივი უფლებების და მოთხოვნების დადგენას, გამოყენებას და დაცვას, მონიტორინგის და ანგარიშების წარმოდგენის შესაბამისობის საკითხებს. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენს პირად ინფორმაციას, რომელიც საჭიროა თქვენი ვინაობის დასადასტურებლად და ავტორიზაციისთვის, და მესამე მხარეების გამოყენებას მის განხორციელებაში დახმარების გასაწევად.
  • ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, როგორც ამ დებულებაშია მითითებული: ეს მოიცავს თანხმობას მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებაზე, რომ თქვენი საბანკო დან ციფრული საფულის პროფილი გამოჩნდეს სხვებისთვის, ან სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს სავალდებულოა მოქმედი კანონით. თუ ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ჩვენ გაცნობებთ იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც მოხდება თქვენი ინფორმაციის დამუშავება.
  • ჩვენ გაცნობებთ, თუ როდისაა თქვენი ინფორმაცია საჭირო თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად ან როცა საჭიროა კანონით. გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა ფულის გადარიცხვის და საბანკო ან ციფრული საფულის ანგარიშის მომსახურების გაწევა, შესაძლოა, ვერ შევძლოთ მომსახურების გაწევა, სანამ თქვენ არ მოგვაწვდით გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციას.
როგორ ახორციელებს WESTERN UNION მარკეტინგს თავის მომხმარებლებთან

თქვენი პრიორიტეტები შესაბამისად, გაცნობებთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებული შეთავაზებების, აქციებისა და განახლებების ან სხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს. ეს შეიძლება შეიცავდეს ელფოსტის, ტელეფონის, საფოსტო წერილის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა კომუნიკაციის ან ციფრული არხების გამოყენებით გაკეთებულ შეთავაზებებს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული პირდაპირი შეტყობინებების მიღება, უფლება გაქვთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე. ამისათვის საჭიროა, მიჰყვეთ შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციის მითითებებს, მოარგოთ პარამეტრები თქვენი ციფრული ბანკის ან საფულის ანგარიშში ან აპში, ან დაგვიკავშირდეთ, როგორც განმარტებულია ნაწილში: „ჩვენთან დაკავშირება“.

გაითვალისწინეთ, რომ თუ უარს იტყვით ჩვენგან მარკეტინგული სახის შეტყობინებების მიღებაზე, შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მომსახურების, ადმინისტრაციული და ტრანზაქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.

ბავშვებისგან მიღებული ინფორმაცია

ჩვენი მომსახურება და პროდუქტები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციებიდან, იმ პირების შესახებ, რომლებიც 18 წლამდე ასაკის არიან.

გარე ვებსაიტები

ჩვენი ვებსაიტები შეიძლება მიბმული იყოს მესამე მხარის ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვამოწმებთ, არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებელი იმ ვებსაიტების შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომლებიც მიბმულია ჩვენს ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომელიმე ამ საიტზე, მათ შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვადასტურებთ მესამე მხარის ვებსაიტებს და არ ვიძლევით გარანტიებს ნებისმიერ ინფორმაციასთან, კომპიუტერულ პროგრამასთან, სხვა მასალებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იქ იპოვოთ, ან ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ მათი გამოყენების შედეგად.

ვის უზიარებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე დებულებაში მითითებული ნებისმიერი მიზებისთვის ჩვენ შესაძლოა შემდეგი ტიპის ორგანიზაციებს ან მხარეებს გავუმჟღავნოთ შესაბამისი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია, კლიენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, ტრანზაქციის დეტალები და სქემები და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ:

  • Western Union-ის ჯგუფის კომპანიები და ფილიალები, მათ შორის, ისინი, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში: „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“;
  • ჩვენი აგენტები ან ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც ხელს უწყობენ ფულის გადარიცხვის ან გადახდის ტრანზაქციას ან სხვა სპეციფიურ მომსახურებას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ;
  • მომწოდებლები, გადახდების დამმუშავებლები, საბანკო პარტნიორები და მონაცემთა დამმუშავებლები, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება ბიზნესისა და მომხმარებელთა სერვისების გაწევაზე;
  • სერვისის პროვაიდერები, თქვენი თანხმობის საფუძველზე, თუ საჭიროა, მათ შორის ჩვენს ლოიალობის პროგრამებთან დაკავშირებული მარკეტინგის სერვისების, სარეკლამო მომსახურების, საყიდლების სერვისების მომწოდებლები და ჩვენი სახელით კლიენტთა კმაყოფილების დონის და მარკეტინგული კვლევების მომსახურების მომწოდებლები. ასეთი გაზიარება შეიძლება ითვალისწინებდეს გაზიარებას მესამე მხარეებისთვის (როგორებიცაა სოციალური მედიის კომპანიები), უფრო რელევანტური და მიზნობრივი რეკლამების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომწოდებლები და მონაცემთა დამმუშავებლები დადებულნი არიან იმისთვის, რომ დაგვეხმარონ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის დადასტურებაში და თქვენი ვინაობის დამოწმებაში, ასევე, უსაფრთხოებასთან, თაღლითობასა და ვინაობასთან დაკავშირებული რისკების მართვაში; და მესამე მხარეები, რომლებსაც თქვენ მიეცით უფლება, რომ ჰქონდეს წვდომა თქვენს ანგარიშზე ან/და თქვენი ანგარიშის ინფორმაციაზე, რათა შეასრულონ სერვისები თქვენთვის, მაგალითად, ასეთია ანგარიშის ინფორმაციის სერვისის პროვაიდერები და გადახდის დაწყების სერვისის პროვაიდერები.

თუ თქვენ ხართ იმ სერვისის კლიენტი, რომელიც საჯარო პროფილის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გახადოთ თქვენი პროფილი საჯაროდ ხილვადი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს შეზღუდული პერსონალური მონაცემების გაზიარებას, როგორიცაა თქვენი სახელი, ფოტო, თქვენს ანგარიშზე ხელმისაწვდომი ვალუტები და ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ კლიენტი. გარდა ამისა, თუ ხართ ბანკის ან საფულის ანგარიშის კლიენტი, ბანკის ან საფულის ანგარიშის სხვა კლიენტებიც შეძლებენ თქვენს მოძებნას თქვენი ტელეფონის ნომრით, ასევე თქვენ მიერ მითითებული QR კოდის გამოყენებით თქვენთან ტრანზაქციების შესრულებას. თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა შესაძლოა, განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ან მისი ნაწილის გაყიდვასთან ან გადაცემასთან დაკავშირებით. ამას გარდა, შესაძლოა, მოქმედი კანონებით და რეგულაციებით მოთხოვნილ ან ნებადართულ ფარგლებში გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საერთაშორისო მარეგულირებელ და საფინანსო უწყებებთან, საკრედიტო ანგარიშგების სააგენტოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლოებთან, მთავრობებთან ან სამთავრობო სააგენტოებთან, რომ დავაკმაყოფილოთ სამართლებრივი ვალდებულებები ან დავიცვათ Western Union-ის ან სხვათა უფლებები და ინტერესები.

პერსონალური ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა

თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მისი შეგროვების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქვეყნებში, მათ შორის და არა მხოლოდ, აშშ-ში, გადავცემთ იმ ფორმით, როგორც ნებადართულია ან მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა, მარეგულირებელი ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები და სამთავრობო უწყებები. დამატებით, როცა თქვენ აგზავნით ფულს სხვა ქვეყანაში ან იღებთ ფულს სხვა ქვეყნიდან, ჩვენ მოგვთხოვენ გარკვეული თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას ამ ქვეყანასთან კანონით მოთხოვნილი და ნებადართული სახით. ჩვენ გადავცემთ გარკვეულ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ ჩვენს მონაცემთა ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს ა.შ.შ.-ში ან რეგიონში, როგორც ეს მოთხოვნილია ადგილობრივი კანონით ან პროცესით ჩვენს სერვისების მიმართ მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად და მასთან შესაბამისობის დასაცავად. სერვისების გამოყენებით თქვენ უშვებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის მსგავსი გადაცემა თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მონაცემთა გადაცემა ევროპის ეკონომიკური ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შვეიცარიიდან

პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის, გაერთიანებული სამეფოსა და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკომისიამ ან გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა (ICO) ვერ აღმოაჩინა ადეკვატური დაცვა, დაცული იქნება შესაბამისი სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლებით ან ევროკავშირის ან გაერთიანებული სამეფოს მიერ დადასტურებული სხვა მექანიზმებით, როგორც მოთხოვნილია კანონით.

პერსონალური ინფორმაციის შენახვა

თქვენი პირადი მონაცემების შენახვა მოხდება რეგულაციებში მითითებული დადგენილი ვადის შესაბამისად, რომელიც შეეხება ფინანსურ ტრანზაქციებს და ანგარიშებს, მათ შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო და სხვა ჩვენს მიმართ გამოყენებულ კანონებში მითითებული ვადების დაცვით. სხვა შემთხვევებში, ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას, თუ ის საჭიროა სპეციფიური მიზნებისთვის, რომლებისთვისაც მოხდა მისი შეგროვება ან იმ შეკითხვის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპებს და ვცდილობთ შევინახოთ ინფორმაცია არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა იმ მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომლისთვისაც მივიღეთ ეს ინფორმაცია.

თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა

 

უფლებააღწერაგამოყენების წესი
ცოდნისა და წვდომის უფლებათქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ ვამუშავებთ თუ არა თქვენს პირად მონაცემებს და გვთხოვოთ თქვენი ინფორმაციის ასლი უფასოდ. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული გარკვეული ინფორმაციის სტრუქტურირებული და მანქანის მიერ წაკითხვადი ასლი.თუ თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში ნებისმიერ დროს და მიიღოთ წვდომა თქვენს ამონაწერებზე, ინფორმაციაზე ტრანზაქციების შესახებ და ასევე გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.
მარკეტინგული კომუნიკაციების შეწყვეტის უფლებათქვენ უფლება გაქვთ შეგვაწყვეტინოთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა.თუ ხართ საიტის westernunion.com რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ციფრული ფულის გადარიცხვის სერვისით, შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ გვერდზე westernunion.com და დაარედაქტიროთ თქვენი პროფილის პარამეტრები, თქვენი მარკეტინგული კომუნიკაციების და მესამე მხარისთვის მონაცემების გაზიარების პრიორიტეტების შესაცვლელად. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.
შესწორების უფლებათქვენ უფლება გაქვთ გვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გასწორება, რომელიც არ არის სრული, ზუსტი ან მოძველებულია.ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.
წაშლის, შეზღუდვისა და წინააღმდეგობის უფლებათქვენ უფლება გაქვთ, გვთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წაშლა, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენების შეზღუდვა ან უარი თქვათ ამ ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენებაზე.ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.
თანხმობის გაუქმების უფლებარადგან ჩვენ ვამუშავებთ პირად ინფორმაციას თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მოქმედი კანონით ნებადართული სახით.ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.
საჩივრის შეტანის უფლებათქვენ აგრეთვე გაქვთ ჩვენს მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ შესაბამის მონაცემების დაცვის მარეგულირებელ ან საზედამხედველო ორგანოებთან საჩივრის წარდგენის უფლება.ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს http://www.westernunion.com/datasubjectrights ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“.

 

შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში ასევე ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი უფლებები, ადგილობრივი კანონების შესაბამისად. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული მეთოდებით.

ჩვენთან დაკავშირება

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, ჩვენ გთხოვთ თქვენი შეკითხვის წარმოდგენას წერილობითი სახით. ჩვენ შევისწავლით თქვენს შეკითხვას და ჩვეულებრივ გიპასუხებთ მისი მიღებიდან 30 დღეში წერილობითი სახით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან მონაცემების დაცვის ჩვენს ოფიცერს მისამართზე: wuprivacy@westernunion.com.

უფასო ან ადგილობრივი სატელეფონო ნომრიდან ჩვენ დასაკავშირებლად, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ბმულზე „დაგვიკავშირდით“ შესაბამისი Western Union-ის ვებგვერდის ქვედა ნაწილში, თქვენი რეგიონისთვის განკუთვნილი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაძებნად.

ცვლილებები

ჩვენ, შესაძლოა, დროდადრო შევცვალოთ წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის დებულება, განახლებული კონფიდენციალურობის დებულებები კი მოცემულ ვებსაიტზე განთავსდება ცვლილებების შეტანის შემდეგ. საიტზე შესვლისას გირჩევთ, გადახედოთ წინამდებარე გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებას უახლესი ვერსიის მისაღებად.

აშშ-ის მოქალაქეთა (მათ შორის, კალიფორნიის რეზიდენტების) კონფიდენციალურობის შეტყობინება

აშშ-ის მომხმარებელთათვის (იმ მომხმარებელთა ჩათვლით, რომლებიც არიან კალიფორნიაში, ნევადაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ტეხასსა და ვერმონტში), მიჰყევით ბმულს: Western Union-ის კონფიდენციალურობის შეტყობინება.

კალიფორნიის რეზიდენტებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის.

მექსიკის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

მექსიკაში მყოფი მომხმარებლებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება მექსიკის რეზიდენტებისთვის.

ბრაზილიის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

ბრაზილიაში მყოფი მომხმარებლებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება ბრაზილიის რეზიდენტებისთვის.

იაპონიის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, ამ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში არსებული სხვა დებულებების მიუხედავად, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალური ინფორმაციის იაპონურ საიდენტიფიკაციო ნომერს („ჩემი ნომერი“) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ნებისმიერი მოქმედი კანონის და რეგულაციის შესაბამისად, როგორც აღწერილია ამ განყოფილებაში.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს „ჩემს ნომერს“ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი „ჩემი ნომრის“ დასადასტურებლად, როგორც ამას მოითხოვს იაპონიის კანონი სათანადო წესით დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით იაპონიაში მოქმედი კანონი სათანადო შიდა დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით 
 საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების თაობაზე ანგარიშების წარდგენის შესახებ 
 საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვის თაობაზე ანგარიშგების წარმოდგენის შესახებ (კანონი №110, 1997 წ., ბოლო ცვლილებებით).

WESTERN UNION-ის იურიდიული პირები

Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სიისთვის იხილეთ: „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“.